LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისის თვეში გვექნება ეკონომიკის საკმაოდ მაღალი, დაახლოებით, 15-დან 18%-მდე ზრდა: ღარიბაშვილი

59
ირაკლი-ღარიბაშვილი

“წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 15-დან 18%-მდე.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აპრილის თვეში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა – 45%, რაც მისი თქმით, იყო უპრეცედენტო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, შეიძლება ითქვას, ევროპის მასშტაბითაც.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა, დაახლოებით, 12%-ით გაიზრდება:

“ახლაც, თუ რამეს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის და მათი ინტერესებისთვის. ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა თქმა უნდა, კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა – 45%, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, შეიძლება ითქვას, ევროპის მასშტაბითაც. მაისის თვეში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა – 25%-ის ფარგლებში.

წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით. ამან, რა თქმა უნდა, დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში, ამიტომ, ბატონმა ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილებაც და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი.” – თქვა ღარიბაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა 7.7%-ს შეადგენს: ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g