LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა – შსს-ში გიორგი ქიტოშვილის ბრალდებას პასუხობენ

149

25 წლის გიორგი ქიტოშვილის ბრალდებებს, რომ მისი დაკავებისას პოლიციამ ძალას გადაამეტა, შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხობენ. შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის, განცხადებით, სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს.

„პატრულ-ინსპექტორები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ და მათ გამოიყენეს პროპორციული ძალა. მოქალქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა მათის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

არაერთგზის მოწოდებისა, რომ ის წასულიყო და დამჯდარიყო მანქანაში, არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ მათ მოახდინეს მისი დაკავება.

ვნახე ვიდეოკადრები ასევე სხვა კადრებიც მაქვს ნანახი, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა. არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი,“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

პოლიციამ 25 წლის გიორგი ქიტოშვილი დააკავა. დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს “რუსთავი2”  ავრცელებს. ახალგაზრდა სამართლამდაცველებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები