LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის სურვილია აჩვენოს თავის ამომრჩეველს „ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლის“ იმიჯი – აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო

81
აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 ივლისს, ენგურის ხიდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ზელენსკის თავისი ამომრჩევლებისთვის ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯის ჩვენება სურს.

„უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი „გაეცნო უსაფრთხოების სიტუაციას საზღვარზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან” და გამოთქვა შეშფოთება, რომ „რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთში იზრდება და ადამიანის უფლებები ირღვევა“.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა და საქართველო წამყვან საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ერთიანნი არიან თავიანთ განზრახვებში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ზელენსკის გუნდის ამ ინიციატივაში ძნელად მოიძებნება რაიმე ლოგიკა და საღი აზრი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უკრაინის ლიდერის სურვილს – აჩვენოს თავის ამომრჩეველს „ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლის“ იმიჯი.

თუ ზელენსკიმ სერიოზულად გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის დარეგულირებისა და გაუმჯობესების თავისი რეცეპტები გაეზიარებინა?“, – ვკითხულობთ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოხუმში მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, აფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი შეთანხმებით რეგულირდება, არ ეხება საქართველოს ტერიტორიას და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

განცხადების თანახმად, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოცანად რჩება ისიც, რა ჰქონდა მხედველობაში უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობდა.

„ზელენსკის ღიად პროვოკაციული პოლიტიკა დონბასის რესპუბლიკების მიმართ, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც კიევმა განზრახ სცადა საომარი მოქმედებების პროვოცირება სამხრეთ-აღმოსავლეთში, ნათლად აჩვენებს, თუ რა მიდგომა აქვთ ზელენსკის გუნდს კონფლიქტების მოგვარებასთან.

უნდა ავუხსნათ, რომ ასეთი ტაქტიკის გამოყენების მცდელობები აფხაზეთის რესპუბლიკაში სრულიად მიუღებელია და მკაცრად აღიკვეთება?“, – კითხულობს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ უკრაინის ლიდერებს, ქართველ კოლეგებთან ერთად, უნდა ახსოვდეთ, რომ ფსონს „კონფრონტაციაზე“ წარმატების შანსი არ აქვს.

ზელენსკი: აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი - უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველთვე მივდივარ

"კარგად გვესმის, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება"

„პერსპექტივა არ აქვს არც მიღწეული შეთანხმებების გადახედვისა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების დაბლოკვის მცდელობებს. რევანშიზმის უარყოფისა და არსებული პოლიტიკური რეალობის აღიარების გარეშე, შეუძლებელია სრულმასშტაბიანი დარეგულირების პროცესის დაწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ყველა სხვა პოლიტიკური მანევრი პრობლემის გადაჭრიდან თავის არიდებაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 ივლისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა. ის ენგურის ხიდზე მივიდა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

magti 5g