ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს სთხოვა – კვლავ გაუგზავნოს თავდაცვის სამინისტროს ე.წ. მობილური ჰოსპიტალი, რომელიც მოსკოვმა სოხუმში პირველად გასულ წელს გახსნა და რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
გუშინვე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბჟანიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ვაქცინების ახალი პარტიის მისაღებადაც მუდმივი კავშირი აქვს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 622 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 195 ახალი შემთხვევა და კიდევ 1 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა.
შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით დაავადებული 56 წლის ქალი გარდაიცვალა.