ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, ინფიცირების ასეთი მატება უკავშირდება, როგორც ახალი შტამების გავრცელებას, ისე ზოგადად ვირუსის ცირკულაციას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც დღევანდელ ეპიდსიტუაციას გამოეხმაურა.
გამყრელიძის თქმით, დღეს საავადმყოფოებში არის დაახლოებით, 5 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა უძლებს დატვირთვას.
“ქორწილები და ქელეხები ისედაც აკრძალულია, ადამიანების დიდი თავშეყრა, აღსრულებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. რაც შეეხება კითხვას მკაცრ ლოკდაუნზე, საბჭო მკაცრ ლოკდაუნს ამ ეტაპზე არ განიხილავს”, – განაცხადა გამყრელიძემ.