LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით აქვს: გამყრელიძე

34
საწოლფონდი 1

„საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით აქვს,“ – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა კლინიკებში ახალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ხოლო დღეს საავადმყოფოებში 5 000-ზე მეტი ადამიანია.

„ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს, დაახლოებით ნოემბერში, ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს.

დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა სხვადასხვა კლინიკაში ემატება,“ – განაცხადა ამირან გაყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან, შესაბამისად გამყრელიძის თქმით, მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g