LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. მას სპეციალური ჩვენება ჰქონდა: იმნაძე

155
1

“საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძემ, მოზარდების ვაქცინაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბავშვებთან დაკავშირებით “ფაიზერს”  თავის ახალ ინსტრუქციაში უწერია, რომ 12 წლიდან აცრა შესაძლებელია. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ ეს დადგენილება ოფიციალურად უკვე მიიღო.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, საქართველო ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები:

“ბავშვებთან დაკავშირებით ისევ და ისევ “ფაიზერს” უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები.

როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა, ამიტომ აიცრა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ.” – თქვა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g