ბარი „ამბავი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს მფლობელების გადაწყვეტილებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ბარში მიიღებენ მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს.
გთავაზობთ სტატუსს:
„დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ, იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა“.