კიანუ რივზს დატვირთული სამუშაო პროცესის შემდეგ, ახლა შვებულება აქვს. თავისუფალ დროს 57 წლის მსახიობი ბერლინში ატარებს. სწორედ აქ მოახერხეს მისი გადაღება გერმანელმა ფოტოგრაფებმა. კიანუ რივზი მათ ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც სასტუმროს ტერიტორიას ტოვებდა. მას თან ახლდა ასისტენტი, რომელიც სასტუმროდან გამოსულ ვარსკვლავს გარეთ ელოდა.
ფოტო: ვინ არის კიანუ რივზის მხურვალე მკლავებში მოქცეული იდუმალი ქალბატონი?
ახალ ფოტოებზე კიანუ რივზი ფანტასტიკურად გამოიყურება. სველი თმა, შავი პიჯაკი და საფირმო ღიმილი – ამ ფორმაში კიანუ რივზის ნახვა იშვიათობა სულაც არ არის.