LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვინ არის კიანუ რივზის მხურვალე მკლავებში მოქცეული იდუმალი ქალბატონი?

252
safe-image

„მატრიცა 4“-ის გადაღებები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ბერლინში დახურული წვეულებაც მოეწყო, ეს ფაქტი პანდემიის რეგულაციების დარღვევის გამო უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს.

ახლახანს ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, კიანუ რივზი უცნობ ქალბატონს ქუჩაში დახვდა, ბარგი მანქანაში ჩაალაგებინა და მხურვალედ ჩაეხუტა. მათი შეხვედრა მართლაც საოცრად ემოციური იყო. ყოველდღიურ ტანისამოსში გამოწყობილი კიანუ ბედნიერად გამოიყურებოდა, თუმცა თუ ვინ იყო რივზის მხურვალე მკლავებში მოქცეული იდუმალი ქალბატონი, ჯერჯერობით უნობია.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, რაც 54 წლის მსახიობი კიანუ რივზი და მისი რჩეული, 47 წლის ალექსანდრა გრანტი საოცრად ჰარმონიულ ურთიერთობაში იმყოფებიან. წყვილი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება. გრანტი შეყვარებულს ბერლინშიც თან ახლავს.

ფოტო: კიანუ რივზის „ტკბილი ნოემბერი“ ალექსანდრა გრანტთან

მან თავის საკულტო ჭაღარა თმას, ნაცრისფერი „ლეგინსები“ და შავი ქურთუკი შეუხამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები