LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციაში და NGO- ებში არის ხალხი, რომელთაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთეს – მიხეილ ჯანელიძე კრიტიკას პასუხობს

104

“ოპოზიციაში და მათ შორის, NGO-ებშიც არის ხალხი, რომელთან 2008 წელს ვერაფერი გააკეთა, რომ არ მომხდარიყო ოკუპაცია და ამ ხალხს არანაირი მორალური უფლება არ აქვს , რომ ამაზე ისაუბრონ,”- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვის გამო, პრემიერის კრიტიკას.

“ჩვენ არ ველოდებით, რომ რუსეთუ ერთ დღეში შეიცვლის პოლიტიკას და კონსტრუქციული გახდება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობით მოხდება დეოკუპაცია,”- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დიალოგი მათთან დიდი ხანია მიმდინარეობს.

“ჩვენი მიზანია ეს იყოს კიდევ უფრო აქტიური და შედეგიანი. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.

რაც შეეხება, დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს, ისინი ჟენევის დისკუსიებში, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, 2008 წლის მერე  მონაწილეობენ,”- აღნიშნა ჯანელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g