LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს – დაშავებულები თბილისში რეანომობილებით გადაჰყავთ

96

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს. 4 პაციენტი, რომელიც ვერტმფრენით თბილისში უნდა გადაეყვანათ,  რეანომობილებით მიჰყავთ.

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4, შვედეთის – 1, რუსეთის – 2 და საქართველოს – 1 მოქალაქე.

გუდაურიდან ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით თბილისში უკვე გადაიყვანეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი. ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g