LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შსს – ს რიგით მეორე “H 145“ ვერტმფრენი შეემატა – მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“- შსს

111
შსს ვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე “H 145“ ვერტმფრენი შეემატა. სამინისტროს ინფორმაციით, მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“- ის საწარმოში მოხდა:

„ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა. მისი ოფიციალური გადმოცემა…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები