LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო სტატისტიკა: საბაგირო გზებზე მომხდარი ავარიები

16 მარტს, გუდაურში ერთ-ერთ საბაგირო ხაზზე მომხდარი ავარიის გამო 11 ადამიანი დაშავდა. მოულოდნელად საბაგირო ჯერ გაჩერდა, შემდეგ კი უკუსვლით და დიდი სიჩქარით მოძრაობა დაიწყო.

საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, პრობლემა მუხრუჭების გაუმართაობამ გამოიწვია.

საჰაერო საბაგიროსთან დაკავშირებით, საქართველოში ეს პირველი ინციდენტი არ არის. ბევრად უფრო მასშტაბური ტრაგედია, თბილისში, 1990 წლის 1 ივნისს მოხდა, როდესაც მთაწმინდის და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ხაზზე საწევი ბაგირი გაწყდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 42 – დაშავდა.

შემთხვევის მიზეზად კაბინის გადატვირთულობა, საბაგირო გზის არასწორი მონტაჟი და ექსპლუატაცია იყო.

საბაგიროს ტექნიკური გაუმართაობის თუ სხვა მიზეზების გამო, მსოფლიოშიც არაერთი ინციდენტი მომხდარა.

ამ თემაზე შექმნილ ვიდეორგოლში “ხუთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა, საბაგირო გზის ისტორიაში”, თბილისში მომხდარი შემთხვევა მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს.

პირველ ადგილზეა 2017 წელს გულმარგში მომხდარი შემთხვევა. ინდოეთის საკურორტო ზონაში უბედურ შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაგირი გაწყდა, რის გამოც საბაგირო კაბინები მიწაზე ჩამოვარდა. დაიღუპა ერთი ოჯახის ოთხი წევრი, მათგან ორი ბავშვი.

1983 წელს სინგაპურში, 55 მეტრიდან ზღვაში 2 კაბინა ჩავარდა, მას შემდეგ, რაც საბაგირო გზის გვარლი ნავთობმომპოვებელ გემს წამოეგო. 13 ადამიანი ვერტმფრენებით გადაარჩინეს. დაიღუპა 7, დაშავდა 1 ადამიანი.

1999 წლის 1 ივლისი, საფრანგეთში,  სენტ-ეტიენიში გონდოლა გვარლს მოწყდა და მიწას დაეჯახა.  შემთვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.

1998 წლის 3 თებერვალს, იტალიაში, საბაგირო გზის გვარლი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გამანადგურებელმა დააზიანა. 20 ადამიანი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ყველა დაიღუპა.

ინციდენტები არაერთხელ დაფიქსირებულა ალპებშიც, ზოგი მსხვერპლით, ზოგი კი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

1972 წლის 26 ოქტომბერს, საფრანგეთის ალპებში, საბაგირო გზის გამოცდის დრო, 2 კაბინა ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის ამსახველი მასალა ინტერნეტში არ იძებნება.

2016 წელს საბაგიროს ტექნიკური გაუმართაობის გამო, 45 ტურისტმა ღამე საფრანგეთის ალპებში მწვერვალის თავზე, გაჩერებულ საბაგირო კაბინებში გაატარა.

 

ინციდენტების სრული სია wikipedia-ზე შეგიძლიათ იხილოთ.

შეგახსენებთ, გუდაურში საბგიროს ავარიულად გაჩერების მიზეზის გამოსაკვლევად გამოძიება უკვე დაიწყო.

გამოძიებაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g