LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ბინძური, ტყუილებით გაჯერებული: გიორგი გახარია

70
გახარია-3

ეს არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ერთ-ერთ ტყუილებით გაჯერებული. უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს უსმენს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას მასალის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.

“მთავარი არხის” ეთერით გავრცელებულ ჩანაწერებს გუშინ გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. უწყების მიმართვაში წერია, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

magti 5g