LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკი პირველი ქალაქია აშშ-ში, სადაც რესტორნებსა და სპორტულ დარბაზებში კოვიდპასპორტს მოითხოვენ

78
fortuna.ge (8)

კოვიდ-19-ის “დელტა” ვარიანტის მასშტაბური გავრცელების გამო, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რეგულაციებს მიმართავს.

ნიუ-იორკი გახდა შტატების პირველი ქალაქი, სადაც კაფე-რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა შიდა სივრცეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით იქნება შესაძლებელი. 

ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ გუშინ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ერი ებრძვის ახალ გამოწვევას – “დელტა” შტამს, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

აღნიშნულ დაწესებულებებში სტუმრობის დროს, ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო 16 აგვისტოდან იქნება. რეგულაციის აღსრულების პროცესის მონიტორინგი კი 13 სექტემბრიდან დაიწყება.

“ასეთი რეგულაციები შესაძლებლობას მოგვცემს, ვირუსს ეფექტიანად ვებრძოლოთ. თუ თქვენ არ ხართ ვაქცინირებული, სამწუხაროდ, ვერ შეძლებთ რომელიმე მათგანის მონახულებას.” – თქვა ქალაქის მერმა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, შტატებში ვირუსის 83% სწორედ დელტა ვარიანტს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g