ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ემიგრაციაში ყოფნის რთულ პერიოდს იხსენებს როდესაც უმუშევარი დარჩა.
მისი თქმით სწორედ ასეთ დროს გაუმართა ხელი ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა.
საყვარლიშვილი ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორნის Georgian Bread Bakery & Authentic Cuisine-ს ქველმოქმედების შესახებ უზიარებს ინფორმაციას თავის გამომწერებს:
„მინდა ერთი ამბავი გიამბოთ. წლების წინ უმუშევარი დავრჩი და ნიუ-იორკში უმუშევრად ყოფნა ნიშნავს, ყოველ ჯერზე ცხოვრების თავიდან დაწყებას. ანუ იგივე გზას გადიხარ, რასაც ახალჩამოსული ემიგრანტი გადის. მაშინ მთლად ახალბედა ვიყავი.
ერთი შოთის პურს ძლივს ვყიდულობდი. ნახევარს დილით ვჭამდი, ნახევარს საღამოს. ასე გავდიოდი იოლად.
სწორედ ამ უმუშევრობის დროს ყველას ეწყება უმუშევრობის დეპრესია და შიში რომ სამსახურს ვეღარ ნახავ.
მაშინაც აქტიური ვიყავი ფეისბუქზე.
Irina Mikaberidze-მ ყური მოკრა რომ ნახევრად მშიერი დავიარებოდი და დამპატიჟა TONE CAFÉ – Georgian Bread Bakery & Authentic Cuisine-ში. პირველად ვიყავი იქ. მაშინ იქაურობას ბატონი დავითი მართავდა, ახლა არ ვიცი.
მოკლედ, კარგი მასვეს, მაჭამეს, კაიიიი ხაჭაპურები, შოთის პურები გამომატანეს და გავსებული მუცლით გამომიშვეს. იმდენი ვჭამე რომ მთელი კვირა საჭმელი აღარ მინდებოდა.
ახლა შემთხვევით გავიგე რომ ეს რესტორანი, The New York Times-მა საუკეთესო რესტორნად დაასახელა და ძალიან გამიხარდა.
აი, ის პატარა გაკეთებული სიკეთე, ღმერთმა ასმაგად დაუბრუნათ.
ვულოვაც მათ ამ დიდ წარმატებას და ძალიან მიხარია.
ასევე მინდა იცოდეთ რომ ეს კაფე ყოველ კვირა ცხელ წვნიანს აძლევდა მამა ზაქარიას რომ გაჭირვებული ხალხი დაეპურებინათ ბრაიტონზე. თავად მიმიღია მონაწილეობა წვნიანის დარიგებაში. ახლა კიდევ აკეთებენ ამას თუ არა, არ ვიცი, მაგრამ წლები ასე იყო.
სხვათაშორის, ახლა Andrea Williams Food Lab-ის ვიდეოებს რომ აგდებს ხოლმე ფეისბუქი, ანდრეა პირველად ამ კაფეში მუშაობდა და ერთხელ სასწაული ნაპოლეონი მაჭამა.
მოკლედ, მინდა იცოდეთ რომ კარგი ხალხი არიან და ხშირად გაუარეთ ხოლმე“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

