LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც მარტო დავრჩი და არსად წასასვლელი არ მქონდა, მივადექი საპატრიარქოს, ცუდად ვიყავი, უჭმელი და მახსოვს მუხლებზე დავეცი, პატრიარქმა წამომაყენა…“ – ცისნამი საყვარლიშვილი ემოციურ ისტორიას იხსენებს

639
ცისნამი საყვარლიშვილი

გზა იტალიის ემიგრაციიდან ნიუ იორკამდე – YouTube პოდკასტი, „თამიასთან“ ცისნამი საყვარლიშვილის ემიგრაციის ისტორიას გვიყვება.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ინტერვიუში ცხოვრების ურთულეს მომენტებს იხსენებს, როდესაც საქართველოში ჩვილი ბავშვით ხელში მარტო დარჩა.

„როდესაც მარტო დავრჩი და არსად წასასვლელი არ მქონდა, მივადექი საპატრიარქოს და ვუთხარი, რომ პატარა ირაკლი შიოლაშვილით ხელში ვარ და მინდა დიდი ირაკლი შიოლაშვილის ნახვა და დაცვამ ეგრევე შემიშვა. ძალიან ცუდად ვიყავი, უჭმელი ვიყავი და მახსოვს მუხლებზე დავეცი. პატრიარქმა წამომაყენა, დედაოებმა წამომაყენეს და მოისმინეს ჩემი ამბავი. მაშინვე დაურეკა უწმინდესმა, ჩემს ყოფილ დედამთილს, მამამთილს და ყოფილ ქმარს დაიბარა და უთხრა, რომ კურთხევას გაძლევთ რომ შერიგდეთო, მოკიდეთ ამ ბავშვს ხელი და წაიყვანეთ სახლშიო. წარმოიდგინე პატრიარქს რომ არ დაუჯერებ და მის კურთხევას რომ არ გაითვალისწინებ რა ცხოველი უნდა იყო ადამიანი…“ – ამბობს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები