LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდმივად რატომ მებრძვით კომენტარებში? იმნაირად ვსაუბრობ და იმ გარემოს წარმოვადგენ სადაც გავიზარდე, ვაკეში რომ დავბადებულიყავი, თქვენსავით სვეტი ან სნობი გამოვიდოდი…“ – ცისნამი საყვარლიშვილი კრიტიკოსებს მიმართავს

247
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მიმართავს.

„აქაურ საზოგადოებაში რომ გავერიე, ერთ რამეს მივხვდი, სულ რომ თავდაყირა დავდგე და ცნობილი მწერალი კი არა, მსახიობი გავხდე, ეს ხალხი მე მაინც არ მიმიღებს… ესენი „ნიუ მანისაც” არ იღებენ და ვაჩნაძიანელ ცისნამას მიიღებენ?!“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი

„ალექსანდრეს ასაკის გამო, უკვე აკრული მაქვს მარკა, „გოლდ დიგერი,” რაც არ ვარ… დამაფასეთ მე და ჩემი შრომა, ალექსანდრე არაფერ შუაშია ჩემს წიგნთან და აქაურ მიღწევებთან…“ – ცისნამი საყვარლიშვილი კრიტიკოსებს მიმართავს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი საზოგადოების მხრიდან არსებულ სტერეოტიპებს პასუხობს და განმარტავს, რომ მის წარმატებაში მეუღლის ფინანსებს როლი არ უთამაშია.

საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოების ნაწილს მის მიმართ „ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს“.

ემიგრანტი ამბობს, რომ განვლილმა რთულმა გზამ, მას საკუთარი თავის დაცვა ასწავლა:

„ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს ხალხს ჩემს მიმართ. თითქოს ვინმეს რამეს ვართმევდე ან ჩემი ჯანსაღი ამბიციებით ვაკლებდე.
სულ მესმის კრიტიკა, რანაირად საუბრობს, იმნაირად ვსაუბრობ და იმ გარემოს წარმოვადგენ სადაც გავიზარდე და გავატარე 17 წელი. ვაკეში რომ დავბადებულიყავი, გავზრდილიყავი, თქვენსავით სვეტი ან სნობი გამოვიდოდი.
გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მთელი ცხოვრება ვცდილობ თვითდამკვიდრებაზე.
ჯერ სკოლაში ყველამ იცოდა რომ ნაშვილები ვიყავი და ყოველთვის ვგრნობდი განსხვავებულ დამოკიდებულებას. ბევრჯერ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი თანატოლებისგან, თუმცა ბავშვობიდან საკუთარი თავის დაცვა ვისწავლე და თავს არავის ვაჩაგვრინებდი.
ანუ დამიშავებდი? დაგიშავებდი და დედას გიტირებდი! სწორედ ასეთი სახის ჰორმონები განავითარა ჩემმა ორგანიზმა, თავდაცვის, მუდმივად საფრთხის შიშის და პრობლემების გადაჭრის.
უნივერსიტეტშიც რა თქმა უნდა ყველა ამჩნევდა ჩემს კახურ კილოს და დაუხვეწავ საუბარს. ამის გამო ზოგ პროფესორს მოვწონდი, ზოგს არა, თუმცა იქაც საკმაოდ კარგად გავიტანე თავი.
ასევე ჯანსაღად დავმკიდრდი იტალიაში და პირდაპირ ტოსკანური,ფლორენციული დიალექტით, დანტეს ენაზე დავიწყე საუბარი.
აქ, ამერიკაში მეუბნევიან რომ შარმიანი, აღმოსავლეთ ევროპული აქცენტი მაქვს.
ჯერ არავის დავუწუნივარ ჩემი აქცენტის გამო და თქვენ მუდმივად რატომ მებრძვით კომენტარებში?
თქვენ იყავით ჩემზე კარგი და თქვენ გქონდეთ ჩემზე ლამაზი აქცენტი. სიყვარულით, ცისნამი“- წერს სოციალურ ქსელში ცისნამი საყვარლიშვილი.

ცისნამი საყვარლიშვილი: „დღეს ავიღე პირველი აკადემიური ჯილდო ამერიკაში“

ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს ხალხს ჩემს მიმართ. თითქოს ვინმეს რამეს ვართმევდე ან ჩემი ჯანსაღი ამბიციებით ვაკლებდე. სულ…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on სამშაბათი, 05 მაისი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g