LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქაურ საზოგადოებაში რომ გავერიე, ერთ რამეს მივხვდი, სულ რომ თავდაყირა დავდგე და ცნობილი მწერალი კი არა, მსახიობი გავხდე, ეს ხალხი მე მაინც არ მიმიღებს… ესენი „ნიუ მანისაც” არ იღებენ და ვაჩნაძიანელ ცისნამას მიიღებენ?!“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი

998
ცისნამი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს იქაური მაღალი საზოგადოების შესახებ, სადაც, როგორც თავად წერს, მისი ადგილი არ აღმოჩნდა:

„ადრე ვგიჟდებოდი ჰემპტონებზე. ძალიან აღტაცებული და აჟიტირებული ვიყავი, ამ ადგილით. სიმართლე გითხრათ, ყველას მოსწონს ფუფუნება, მდიდრული ცხოვრება და “ჰაი კლასის სტილი.” თან ჩემს ქალაქში, ისტ ჰემპტონში მეინ სტრიტზე გაივლი და ნახავ, გუჩის, შანელის, რალფ ლორენის, ბრენდულ მაღაზიებს. თვალს მოგჭრის სანაპიროების სილამაზე და მზის ჩასვლის თამაში ზეცაში.

ეს ყველაფერი ძალიან მხიბლავდა, ეიფორიაში მაგდებდა.

დროთა განმავლობაში აქაურ საზოგადოებაში რომ გავერიე, ერთ რამეს მივხვდი, სულ რომ თავდაყირა დავდგე და ცნობილი მწერალი კი არა, მსახიობი გავხდე, ეს ხალხი მე მაინც არ მიმიღებს, რადგან მე მათნაირი არ ვარ. არ მაქვს წინაპრების დატოვებული ფული და “თრას ფანდი.”

ესენი „ნიუ მანისაც” არ იღებენ და ვაჩნაძიანელ ცისნამას მიიღებენ?!

ამიტომ აღარ გადავყევი მანდაურობას. ახლა იქ ჩასვლა იშვიათად მინდება.

ირაკლი კი სულ იქ არის და „ისტ ჰემტონის ჰაი სქულს” ამთავრებს, მაგრამ მე აგერ თარითაუნში, მდინარე ჰადსონის პირასაც თავს ლაღად და ბედნიერად ვგრძნობ.

დამღლა ჰემპტონელი ხალხის ტყლარწვა-გრეხვამ, ზემოდან ყურებამ და სნობიზმა.

ყველა კარგად იყოს ვისაც მე არ ვუნდივარ.

ქართველებიც, ვინც იქ ცხოვრებენ, ვერასდროს გახდებით მათნაირები და არც გინდოდეთ. ერთ ბაბლში ტრიალებენ, ერთ პრაივატ კლაბებში დადიან.

მათი ცხოვრება ძალიან მცირედი და მოსაწყენია. აფერ ისტ საიდს და ჰემპტონებს ვერ სცდებიან. ზოგი პალმ ბიჩს.

ამდენი წლის მერე, უკვე თავად აღარ მინდა მაგ წრეში ყოფნა და ტრიალი.

ჩემი ჯიგარი, საშუალო კლასთან უფრო ბედნიერი ვარ.

სიყვარულით, ცისნამი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g