LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძვირფასო დედებო, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ამერიკაში უპატრონოდ არ გამოუშვათ თქვენი შვილები! დაიცავით თქვენი შვილები ტანჯვისგან… ყველასთვის არ არის ეს ქვეყანა ოცნებების ახდენის ქვეყანა“ – ცისნამი საყვარლიშვილი 

796
ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც დედებს მოუწოდებს მაქსიმალურად ეცადონ, საკუთარი შვილები აშშ-ში „უპატრონოდ“ არ გაუშვან, რათა დაიცვან „სტრესისგან, მარტოობისგან და ტანჯვისგან“.

ცისნამი აშშ-ში არსებულ კრიზისზე წერს და აღნიშნავს, რომ სურსათის და საწვავის ფასმა მკვეთრად მოიმატა, რაც ცხოვრებას ძალიან ართულებს. მისივე თქმით, გაჭირდა სამსახურის შოვნა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საბუთი არ აქვს. 

ძვირფასო დედებო,

ყველაფერი გააკეთეთ, რომ უცხო ქვეყანაში, კერძოდ ამერიკაში, ასე შორს, ასე უპატრონოდ არ გამოუშვათ თქვენი შვილები.

თან მაშინ როცა საბუთები არ აქვთ.

გოგოებმა კიდევ შეიძლება გაიტანონ თავი, რადგან ასე თუ ისე ნახავენ ბებიებთან სამუშაოს, ბიჭისთვის ძალიან ძნელია. ჭირს კაცის სამსახურები.

აი, თქვენი თვალით ხომ ნახეთ, ახალგაზრდა კაცის, აჩიკოს მაგალითი, როგორ დაანგრია და გატეხა ამერიკამ. ეს ქვეყანა ადვილი შესაგუებელი არ არის. ჭირს ნამდვილი, ადამიანური ურთიერთობები, მეგობრობა. არავის არ აქვს შენთვის დრო. ღმერთმა დალოცოს ის გოგონა ვინც აჩიკოს პატრონობს.

კაცები ადვილად კარგავენ თავს. ზოგი ნარკოტიკს ეტანება, ზოგი ქუჩაში რჩება, ზოგი ემოციურად ნადგურდება.

ამ წუთას ამერიკაში კრიზისია. ასეთი ძვირი ბენზინი და სურსათი არასდროს ყოფილა, ჩემი 14 წლის ცხოვრების მანძილზე. საბუთიანებს უჭირთ სამსახურის შოვნა, უსაბუთოები ძალიან წვალობენ. აღარ არის სამუშაო აღარც დორდაშზე, აღარც უბერზე. უმუშევრად არის ხალხი. ზოგს ბინის ქირის გადახდა არ შეუძლია და მანქანაში სძინავთ. ყველასთვის არ არის ეს ქვეყანა ოცნებების ახდენის ქვეყანა. ვიღაცას უმართლებს, ვიღაცას არა. უმეტესობა პახაობს და თავი ძლივს გააქვს.

გთხოვთ დაიცავით თქვენი შვილები სტრესისგან, მარტოობისგან და აქაური ტანჯვისგან.

ეს პოსტი მიიღეთ როგორც ჩემი გულახდილი რჩევა.

ყველა ქართველ ემიგრანტს ვუსურვებ კარგად ყოფნას.

სიყვარულით, ცისნამი“, – წერს ცისნამი საყვალიშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g