LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს – ჩატარებულ კვლევას პაატა იმნაძეც ეთანხმება

140
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძ​​ე იმ მძიმე პროგნოზს ეთანხმება, რომ თუ ადამიანები არ აიცრებიან, „აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს“. აღნიშნული განცხადება მან „რუსთავი2“-ის ეთერში გააკეთა.

იმნაძე საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს“.

“როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g