2012 წელს „ფორბსმა“ ნატალია ვოდიანოვა წლის საუკეთესო მოდელად დაასახელა, რომლის შემოსავალი 8 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ბოლო დროს 39 წლის ნატალია ვოდიანოვა აქტიურად არის დაკავებული ოჯახური ცხოვრებით, ამიტომ მისი ხილვა პოდიუმსა და ჟურნალების გარეკანზე დიდი იშვიათობაა.
ამჯერად მოდელმა მონაწილეობა მიიღო „ჰარპერ ბაზარის“ სექტემბრის ნომრის ფოტოსესიაში და გამოცემასთან პირადზეც ისაუბრა. მოდელი გვიამბობს, როგორ უთავსებს ის მრავალშვილიანი დედის სტატუსს კარიერას.
ახალ ფოტოებზე, რომლის მცირე ნაწილიც დღეს გავრცელდა, ნატალია ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში პოზირებს.