LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საკუთარი თვალებით ვნახე, მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები”

121

დავით ქაცარავა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლულ საქართველოს მოქალაქეზე არჩილ ტატუნაშვილზე წერს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, გუშინ გადმოასვენეს.

ქაცარავა ამბობს, რომ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია.

“ამ წუთას ვიმყოფები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში.
არჩილი სახლშია. ოჯახს მიეცა საშუალება დაიტიროს შვილი..
სანამ ექსპერტიზა დადებს ოფიციალურ დასკვნას, მე გეტყვით რა ვნახე საკუთარი თვალებით.
მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი, დასიებული სახე.
არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია!!!!!!
ერთმორწმუნე რუსი ძმების მიერ სადისტურად ნაწამები და ცინიკურად მოკლული!!!!
რუსული, ჯალათური ექსპერტიზის დასკვნაა – ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი და გულის მწვავე უკმარისობა!!!!
რუსეთი მტერია!!!!რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჯალათია!!!!რუსეთი კლავს!!!!
პ.ს. მივმართავ ყველას, ვინც თვლის რომ რუსეთი ერთმორწმუნე ძმა და მეგობარია, რომ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზოანოთ და ა.შ.!!!!დატოვეთ ჩემი მეგობრების რიგები!!!!!არ მინდა მქონდეს თქვენთან არაფერი საერთო!!!!!
რუსეთი ჩემი მტერია!!!!!!!!!!!!!!!
ძალა ერთობაშია!!!!!!”, – წერს დავით ქაცარავა.

ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერს ლაშა ბერულავაც.

“ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!..”- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა…

როგორც ბერულავა წერს, არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს…

“მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების “საფირმო” ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს.

ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს…

და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები

“ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ”, რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა…”, – წერს ბერულავა.

magti 5g