LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აქციას მართავენ

75
1

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები დამსაქმებელი კომპანიის, “თბილსერვის ჯგუფის” ოფისთან არიან შეკრებილები და ხელფასების მატებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, შპს “თბილსერვის ჯგუფის” 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტია.

კომპანია “თბილსერვის ჯგუფს” თბილისის მასშტაბით ევალება ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ასევე სადრენაჟო ქსელების მოვლა-პატრონობა და სხვა.

“თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოთხოვნების ჩამონათვალიც წარუდგინეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი სამუშაო ხელშეკრულებასაც არ იცნობენ. მათივე განცხადებით, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მხოლოდ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გააგრძელებენ:

„ჩვენ რა მოთხოვნაც გვქონდა, ხელმძღვანელობას დავუწერეთ და გავუგზავნეთ. მოთხოვნები ის იყო, რომ დავუბრუნდეთ ძველ სამუშაო გრაფიკს. ასევე, ხელფასების 50%-იანი ზრდა, რაც გვეკუთნის, მოგვცენ. ვითხოვთ ფორმების და ტექნიკის შეცვლასაც.” – განაცხადა აქციის მონაწილემ.

დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა უფრო რთულ პირობებში მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g