LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში 68 დევნილ ოჯახს დღეს ბინა გადაეცემა

173
devnilebi

დღეს, გორში, 68 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.

ბინების განაწილების კენჭისყრა 7 აგვისტოს გაიმართა. ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრა.

ღონისძიება 19:00 საათზე, ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი ადმინისტრაციული დაპირების მქონე ოჯახებს გადაეცემათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g