LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვი და ასლან ბჟანია ახალგორში, ქსნის ერისთავების სასახლეში იმყოფებოდნენ

130
ბიბილოვი და ბჟანია

ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ანატოლი ბიბილოვი და ასლან ბჟანია ახალგორის რაიონში, ქსნის ერისთავების სასახლეში იმყოფებოდნენ.

ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო RES წერს, რომ „ორი მეგობარი სახელმწიფოს მეთაურებს სასახლეში  ქსნის ერისთავების ცხოვრების და სასახლის მშენებლობის ისტორიის შესახებ უამბეს.“

„ასლან ბჟანიაზე სამუზეუმო კომპლექსის სილამაზემ და თავისებურებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან საპატიო ვიზიტორთა წიგნში ჩანაწერი დატოვა“,- წერს სააგენტო.

ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის „დელეგაცია“, ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, ოკუპირებულ ცხინვალში 6 აგვისტოს ჩავიდა და რეგიონს დღეს დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები