ქობულეთში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. 60 წლამდე მამაკაცს თავს სავალუტო ჯიხურთან ახლოს დაესხნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ადგილზე ყაჩაღობის მცდელობა იყო. დამატებითი დეტალების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
