შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს – შპს „ტექინსპექტგარანტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტს აქვეყნებს.
დოკუმენტში 2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროზე, შემოწმების შედეგად, მომზადებული დასკვნებია ასახული, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო.
უწყებამ შესაბამისობის სერთიფიკატიც გასცა.
აღსანიშნავია, რომ შპს „ტექინსპექტგარანტი” ერთადერთი აკრედიტირებული სახელმწიფო ორგანოა, რომელიც მაღაროებში ტექნიკურ შემოწმებას, გეგმიურად, 6 თვეში ერთხელ ატარებს.
უწყებამ უკანასკნელად შუქრუთის მაღაროს შემოწმების შედეგად, შესაბამისობის სერთიფიკატი 25 იანვარს გამოსცა.
შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.
მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა.
მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.