LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალები, კონცერტები, გასართობი ცენტრები და სპორტული შეჯიბრებები 3 კვირით სრულად იზღუდება

128
ფესტივალი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალები, კონცერტები, გასართობი ცენტრები და სპორტული შეჯიბრებები სრულად იზღუდება . 

აღნიშნულის შესახებ მიმდინარე ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და მომატებული ინფიცირების შემთხვევის გამო გადაწყდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა,“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

mazda magti 5g