LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში შემოსვლის წესები მარტივდება – რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

421
1

“1 მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ დრომდე შეზღუდული იყო მხოლოდ 67 ქვეყნით, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება პისიარის ტესტი”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.

გიორგი ღიბრაძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის 2 პირობით, ერთი არის ვაქცინაცია და მეორე პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი:

“საბჭომ არსებული რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე იმსჯელა.

1 მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ დრომდე შეზღუდული იყო მხოლოდ 67 ქვეყნით მხოლოდ შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ექნება პისიარ ტესტი. შესაბამისად – უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის 2 პირობით, ერთი არის ვაქცინაცია და მეორე იქნება პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინიც ასევე შემოდიან ქვეყანაში ან ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინირებულები – უპირველესად, და თუ არც ერთი არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება, გადასულიყვნენ 8-დღიან იზოლაციაში.

მიღებული გადაწყვეტილებით, თვითიზოლაცია 5 დღემდე მცირდება და როდესაც საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის, თუ მას პისიარ ტესტი აქვს, ეხსნება მესამე დღეს პისიარის გაკეთების ვალდებულება”, – განაცხადა ღიბრაძემ. 

მისივე თქმით, გაუქმდება ის აპლიკაციებიც, რომლებიც საჭირო იყო ქვეყანაში შემოსასვლელად – ეს არის “ბიზნესაპლიკაცია”, “იმუშავე საქართველოდან” და სტუდენტური აპლიკაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები