LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ

78
1

5-6 მარტიდან, საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას განაახლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება:

“აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო.

საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის ხელმძღვანელს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გააცნო. ილია დარჩიაშვილი დავით ლეჟავას მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძესთან ერთად შეხვდა.

როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულალურები