LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორთქიფანიძის N10-დან, სადაც ფერდი ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

461
bd74c636-6454-4cfa-8459-38ee0faddc50-675

ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

„პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ, რეალური საფრთხე არსებობს თუ არა, ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1% რისკის ქვეშ. სასწრაფოდ არის ეს ყველაფერი დასაორგანიზებელი და ამ პროცესში ვართ. მთელი ღამე აქ ვიქნებით, არსად არ მივდივართ. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით, 90-მდე ოჯახი ცხოვრობს კორპუსში, ვარკვევთ რამდენი ოჯახია ადგილზე. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფრის მობილიზებას, რომ აღნიშნული კორპუსის მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერავინ ვერაფრის მშენებლობას ვერ გააგრძელებს. სამშენებლო პროცესი დაკავშირებული ინება მხოლოდ ფერდის გამაგრებასთან და კორპუსის გამაგრება თუ იქნება საჭირო, მაგასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის უკან მიწა ჩამოიშალა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g