LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევაკუაცია თბილისის 41-ე სკოლაში – ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში ინფორმაცია სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა

190
ევაკუაცია სკოლაში

ევაკუაცია თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში – მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.  

ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა ინფორმაცია, მეორე ვერსიით კი შენობებში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც ადმინისტრაციებმა საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

სკოლებთან ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული, თავად დირექციები კი ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ.

დამატებითი დეტალების დაზუსტებას, „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

magti 5g