კემეროვოში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გამოძიება მოკლე ჩართვას ასახელებს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენს ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა, განუცხადა.
„ეს ან მოკლე ჩართვით გამოწვეული ელექტროობის თვითაალებაა, ან ვერსია, რომლისაც ჩვენ უფრო ნაკლებად გვჯერა – ღია ცეცხლის გამოყენება. საბოლოო პასუხის მისაღებად ექსპერტიზებია დანიშნული,“ – განაცხადა ბასტრიკინმა.
მისივე თქმით, სიგნალიზაცია სავაჭრო ცენტრში არ მუშაობდა, ხოლო ხანძრის გაჩენის შემდეგ დაცვის თანამშრომელმა „განგაში არ ჩართო“, რასაც გამოძიებამ „გონივრული ახსნა“ ვერ მოუძებნა.
„ფაქტობრივად, უსაფრთხოების სისტემა ზოგადად ბედის ანაბარა იყო მიტოვებული და არ ფუნქციონირებდა,“ – აღნიშნა მან.
25 მარტს რუსეთში, კემეროვოში მდებარე სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად, 64 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის უმეტესობა ბავშვები და მოზარდები არიან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.