LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

და­ვი­ღა­ლე შვი­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბით, რომ ზღვა­ზე ორ კვი­რა­ში წა­ვალთ.. არ დგე­ბა ეს ორი კვი­რა თქვე­ნი წყა­ლო­ბით.. ვი­საც არც აცრა გინ­დათ და არც ნი­ღა­ბი: ექიმის ემოციური მიმართვა

2505
129688370-660437991295771-1017581190698313377-n

კლი­ნი­კა “გორ­მე­დის” ქსე­ლის თე­რა­პი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის და კო­ვი­დის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გია მღებ­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

“მინ­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მივ­მარ­თო, ვინც შე­ზღუდ­ვებს აპ­რო­ტეს­ტებს. რა გჭირთ? რა ჯი­ში­სე­ბი ხართ? თქვენს და­ბა­დე­ბა­ში ნუთუ ღმერ­თი არ ურე­ვია?! იცით თუ არა, რომ ამ შე­ზღუდ­ვებ­მა რა­მო­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა და მათ შო­რის შე­საძ­ლოა შენ, ან შენი მშო­ბე­ლი, ან შენი შვი­ლი ან დედ­მა­მიშ­ვი­ლი. იცით რომ კლი­ნი­კებ­ში ად­გი­ლე­ბი ფაქ­ტი­უ­რად აღარ არის. იცით რომ პერ­სო­ნა­ლი გა­და­ი­ღა­ლა და მალე სრუ­ლად გა­მო­ეც­ლე­ბა ძალა. რად­გან ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ჩვენც ვიღ­ლე­ბით ფი­ზი­კუ­რა­დაც და უფრო მე­ტად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

მთე­ლი ზა­ფხუ­ლი იმას ფიქ­რობთ სად გა­ა­ტა­როთ დრო. ჩვენ კი­დევ 24 სა­ა­თი ეკი­პი­რე­ბა ას­ხმუ­ლე­ბი ვცდი­ლობთ თქვენს გა­დარ­ჩე­ნას. ჩვენც გვინ­და დას­ვე­ნე­ბა. და­ვი­ღა­ლე შვი­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბით, რომ ზღვა­ზე ორ კვი­რა­ში წა­ვალთ. არ დგე­ბა ეს ორი კვი­რა თქვე­ნი წყა­ლო­ბით ვი­საც არც აცრა გინ­დათ, არც ნი­ღა­ბი და რომ და­ა­ვად­დე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი პრე­ტენ­ზი­ე­ბიც თქვენ გაქვთ” – წერს გია მღებ­რიშ­ვი­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები