LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაიტის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

164
ჰაიტი ცუნამი

ჰაიტის მახლობლად 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ცუნამის შესახებ ინფორმაციის ამერიკული ცენტრი ავრცელებს.

მანამდე, აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7 ბალი იყო.

2010 წელს ჰაიტიში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 220,000-300,000 ადამიანი გარდაიცვალა და უფრო მეტი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g