LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარები და იღუპებოდნენ ომში, რომლის ბრძოლაც საკუთარი თავისთვის არ სურთ ავღანეთის ძალებს: ჯო ბაიდენი

85
AANnsm0

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლომდე უჭერს მხარს ავღანეთიდან ამერიკული შეიარაღებული ძალების გაყვანის გადაწყვეტილებას.

“20 წლის შემდეგ ჩემთვის ნათელია, რომ ჯარების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს არის. სწორედ ამიტომ ვიყავით იქ ამ დრომდე,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა საკუთარმა ლიდერებმა მიატოვეს.

“ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის არმია ჩამოიშალა, ზოგი ბრძოლასაც არ შეეცადა. სხვა თუ არაფერი, ბოლო კვირებში მომხდარმა ამბებმა დაგვანახა, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნის დასრულება ავღანეთში კარგი გადაწყვეტილება იყო.

არ შეიძლება და არ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარები და იღუპებოდნენ ომში, რომლის ბრძოლაც საკუთარი თავისთვის არ სურთ ავღანეთის ძალებს”-განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g