LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს 

143
ჰელოუინის დღესასწაული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა ჰელოუინის დღესასწაული აღნიშნეს.

თეთრ სახლში მიწვეულ სტუმრებს ისინი ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

თეთრ სახლში გამართულ ჰელოუინის ღონისძიებას Hallo-READ! ერქვა.

პირველმა ლედიმ, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, ბავშვებს კითხვის წახალისების მიზნით წიგნები დაურიგა, მოგვიანებით კი ჰელოუნის კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს ზღაპრებიც წაუკითხა.

დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი 8 000-მდე ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის და მოსწავლეებისთვის.

ფოტო: Reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g