მომდევნო წლების განმავლობაში, აჭარის მთავრობის მეთაურს, ბატონ თორნიკეს, ჩვენი მერობის კანდიდატს, რომელიც მანამდე იყო მერის მოადგილე და შემდგომ უკვე მერის მოვალეობის შემსრულებელი, აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითარონ, კიდევ უფრო როგორ გააძლიერონ და გაალამაზონ ჩვენი ულამაზესი კუთხე და ულამაზესი ქალაქი ბათუმი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, აჭარაში ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
“საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი”
მერის კანდიდატის წარდგენისას, პრემიერ მინისტრმა “ერთ-ერთ მთავარ დიდ პროექტზე” ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მმართველი გუნდი იწყებს.
“ახალი ქალაქის მშენებლობა გონიოში. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. ეს არის ამბიციური გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ. ” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, საჭიროა მხოლოდ განვითარებაზე და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.
“გეგმები გვაქვს საკმაოდ ამბიციური, ამას სჭირდება 24 საათიანი მუშაობა, გვჭირდება მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა და მხოლოდ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მუხლჩაუხრელი. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა