LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. გამყოფ ხაზთან წითელი ჯვრის საზოგადოებამ ტესტირების სივრცე მოაწყო

169
ფოტო

სოფელ ოძისში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან კოორდინაციით COVID-19- ის ტესტირების სივრცე მოაწყო.

ადგილის მოსაწესრიგებელი/მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები უფასო სწრაფ ტესტირებას კომფორტულ გარემოში შეუფერხებლად შეძლებენ.

მათ მომსახურებას “მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში გაუწევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g