LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც” – რა მიმართვას ავრცელებს გელა დაიაური

9111
Capture

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური,  რომელსაც დღეს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა, შვილს ელოდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, გელა დაიაური წერს.

„კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელებს ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.

p.s. და თქვენ კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!!“. – წერს გელა დაიაური სოციალურ ქსელში.

ზვიადაური დუმილს არღვევს: ვნახე, როგორ ესროდნენ ჩემ ძმას… ვმოქმედებდი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში

ღვიძლი ძმა და ორი მეგობარი დაუცხრილეს, შეიძლება მის ადგილზე ბევრად უარესი გაგვეკეთებინა – ზვიადაურის მეგობარი

რა მოხდა წინანდალში – დაკავებულ 2 პირს შორის ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g