LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

111

ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ბრალდებულ გურამ დონაძის რეპლიკას მოჰყვა. მან რობაქიძის ოჯახს ე.წ. დაზარალებული უწოდა.

გურამ დონაძეს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იტანჯება, მას შვილი მოუკვდა და ახლა ასეთი სიტყვის გამოყენება შეურაცხმყოფელია. ამის შემდეგ სხდომაზე სოსო რობაქიძემ და მისი ოჯახის ახლობლებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ მიქაძე, შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს.

დონაძის თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე, ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები