მდინარე ტეხურში ტრაგედია მოხდა. 19 წლის ბიჭმა, გიორგი გორდეზიანმა, რომელმაც ცურვა არ იცოდა, 4 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.
ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია „სენაკის ქრონიკამ“ მიაწოდა.
„გუშინ საღამოს, მდინარე ტეხურში, სენაკის სოფელ ნოსირში მცხოვრები 19 წლის გიორგი გორდეზიანი დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის მდინარეში გადახტა და 4 წლის ბიჭის სიცოცხლე გაადარჩინა, თვითონ კი დაიღუპა“,- გვიყვება „სენაკის ქრონიკის“ ჟურნალისტი, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.