LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუხის კოვიდკლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა

139
Capture

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

როგორც “ფორტუნას” რუხის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, დავით შონიამ განუცხადა, 22 წლის გოგოს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

„22 წლის გოგო აფხაზეთიდან 26 ივლისს გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა. რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ“, – აღნიშნა შონიამ ჩვენთან საუბარში. 

მისივე ინფორმაციით, რუხის კოვიდკლინიკაში ამჟამად, 196 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში 30 პაციენტია.

ამ დროისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი ვაქცინირებული კოვიდპაციენტია. დავით შონიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g