LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

114

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, 182 მეტრის მანძილზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და მოეწყო  მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება.

გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი  განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიაჯეუ გრუპმაგანახორციელა. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, დედაქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ქუჩის კეთილმოწყობა მოხდება.  

„ქუთათელის ქუჩაზე საბურთალოს გამგეობამ სამუშაოები დაასრულა. ეს ქუჩა რეაბილიტაციამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი პრეტენზია ისმოდა. დღეს ქუჩა უკვე კეთილმოწყობილი და გალამაზებულია.  სრულად მოწესრიგდა გზის საფარი, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი. ასევე, დამონტაჟდა ახალი განათებები. მოქალაქეები ამ ქუჩაზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადადგილებას შეძლებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

ქუთათელის ქუჩის გახსნისთანავე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემაც ამოქმედდება, რომელიც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა. სქემის შესაბამისად, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელიკალანდაძის მონაკვეთზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან მოხვდებიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ისინი გადაადგილებას მარცხნივპეკინის გამზირისკენ, ან პირდაპირკვლავ იოსებიძის ქუჩაზე შეძლებენ.

სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საგზაო ნიშნები განათავსა. ასევე, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g