LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული“ – როგორია თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული 3 პირის მდგომარეობა

89
4-პოლიცია-1511176550-1516273361-1518611711

თბილისში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კი ამერიკულ ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული.

ცნობისათვის, თბილისში, ქუთათელაძისა და ლაღიძის ქუჩის კუთხეში აფეთქება დღეს მოხდა.

„ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები