LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმროში მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა

102
Untitled design (2)

აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია „ფორტუნას“  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით ხელყუმბარა ააფეთქა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ნომერში გუშინ, 27 ოქტომბერს შევიდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით, რაც აფეთქებას გულისხმობს.

აფეთქების შედეგად დაშავდა მოქალაქე, რომელმაც ხელყუმბარა ააფეთქა და ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ღუდუშაურის კლინიკის ექიმი, გიორგი ბერიაშვილი აცხადებს, პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია:

„პაციენტი წუხელ ღამით 02:00 საათზე შემოიყვანეს. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე – მდგომარეობა კრიტიკულია. ღამის განმავლობაში ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამჟამად მდგომარეობა კრიტიკულია, რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება და მკურნალობა უტარდება. პაციენტი შემოსვლისას მძიმე მდგომარეობაში იყო და გამოხატული იყო კომა, ამიტომ თავად ჩივილები ვერ გადმოსცა, რა მოხდა“, – აღნიშნა ექიმმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები