LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

75
პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ჩ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.-ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი განცხადებით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დის არასრულწლოვან შვილს, 2003 წელს დაბადებულ ნ.ფ.-ს.

პოლიციამ ვ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g