მოსკოვში, „კურსკის“ სარკინიგზო სადგურის მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
როგორც „რუსეთის რკინიგზის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ევაკუაცია ანონიმურ ზარს უკავშირდება.
სამართალდამცველები სარკინიგზო სადგურის შენობას ამოწმებენ.